weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სლოვენიის პარლამენტის წევრმა სენდვიჩის მოპარვის გამო თანამდებობა დატოვა

13:24 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

სლოვენიის პარლამენტის წევრმა დარი კრაიჩიჩმა მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო, თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, კრაიჩიჩმა განაცხადა, რომ ლიუბლიანას ერთ-ერთი მაღაზიაში თანამშრომლები ყურადღებას არ აქცევდნენ, რის გამოც გადაწყვიტა სუპერმარკეტის დაცვა გამოეცადა.

მმართველი პარტიის წევრმა მაღაზიის შეუმჩევნად შეძლო გამოსვლა, თუმცა, როგორც მან თქვა, მოგვიანებით თანხის დასაბრუნებლად უკან მიბრუნდა.

მომხდარი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც დეპუტატმა მის შესახებ კოლეგებს უამბო. BBC-ის ცნობით, მის მონაყოლს პარლამენტარების სიცილი მოჰყვა, თუმცა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, ბრან გოლუბოვიჩმა ასეთი საქციელი დაგმო და მას „მიუღებელი“ უწოდა.

„მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, პარტიის ეთიკური სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა გოლუბოვიჩმა.

დარი კრაიჩიჩი სლოვენიის პარლამენტის წევრად გასული წლის სექტემბერში აირჩიეს. მაღაზიაში ჩატარებული „სოციალური ექსპერიმენტისთვის“ მან ბოდიში მოიხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]