weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინდოეთი პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს

12:22 შაბათი, 16 თებერვალი 2019

ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში მომხდარი მასშტაბური ტერაქტის გამო ინდოეთი პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს. ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან პაკისტანის კავშირების გასაწყვეტად ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს გადადგამენ.

ინდოეთის არმიის ჯარისკაცებზე თავდასხმა ორ ქვეყანას შორის სადავო ქაშმირის რეგიონში 14 თებერვალს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი ინდოეთის არმიის ჯარისკაცების ავტობუსებთან ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 46 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში ბაზირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მოჰამადმა“ აიღო.

მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ხუთი ადამიანი დააკავეს.

ამავდროულად ინდოეთი პაკისტანის მთავრობას ხსენებული ექსტრემისტული დაჯგუფებისთვის მატერიალური დამხარების აღმოჩენაში ადანაშაულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]