weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქეთი უარს არ იტყვის რუსეთისგან S-400-ის შეძენაზე – ერდოღანი

13:34 კვირა, 17 თებერვალი 2019

თურქეთის პრეზიდენტი არ აპირებს გააუქმოს 2017 წელს დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთისგან S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შესყიდვას ითვალისწიენებს. BBC-ის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ჩვენ რუსეთთან დავდეთ გარიგება S-400-ის თაობაზე, ასე, რომ უკან მობრუნებაზე საუბარიც კი ვერ იქნება. საქმე უკვე გაკეთებულია. ვაგრძელებს მუშაობას, რუსეთეთის დაპირების შესაბამისად, რომ მოწოდებას ივლისში დაიწყებს“, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოეხმაურა.

„ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ უმოქმედოდ ვერ ვიქნებით მაშინ, როდესაც ნატოს მოკავშირეები ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან იარაღს ყიდულობენ.

ჩვენ ვერ შევძლებთ დასავლეთის დაცვას, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო დამოკიდებულები ხდებიან აღმოსავლეთზე“, – განაცხადა პენსმა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთი რუსეთისგან ოთხი ერთეული S-400-ის შეძენას გეგმავს, რომლის ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მოუწოდა, უარი ეთქვა S-400-ზე და ის მისი ანალოგი ამერიკული სისტემით Patriot-ით ჩაენაცვლებინა.

BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საჰაერო თავდაცვის რუსული კომპლექსი S-400 მხოლოდ რუსეთის ჯარის შეიარაღებაშია, თუმცა მათი მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმებულია ჩინეთთან, თურქეთთან და ინდოეთთან. საკითხზე მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან მიმდინარეობს. თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღნუშნული კომპლექსების შეძენის მზადყოფნა გამოთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]