დიდი ზომის დროშა მოგვიანებით ჩამოხსნეს. ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლას პაპადოპულოსმა მომხდარს „სულელური საქციელი“ უწოდა, რომელიც ყველას ახსენებს იმ ზიანს, რომელიც ქალაქ სოლსბერის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებულმა პირებმა მიაყენეს.
როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.