ტელეარხის წინააღმდეგ მომღერლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა 100 მილიონი დოლარის მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს. როგორც ჯექსონების ოჯახის იურისტები ამბობენ HBO-მ და მომღერალმა 1992 წელს ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ტელევიზიას ჯექსონის წინააღმდეგ მანკიერი ინფორმაციის გავრცელება ეკრძალება.
HBO-ს წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლო დავის წაგების შემთხვევაშიც სკანდალური დოკუმენტური დრამა ეთერში მაინც გავა.