weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა კაცობრიობის შეურაცხყოფაა“ - ტრამპი

11:33 ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, „კაცობრიობის შეურაცხყოფად“ შეაფასა.

იორდანიის მეფე აბდულასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი არ იმსახურებს შეწყნარებას და მომხდარმა ბევრი ხაზი გადაკვეთა. მისივე თქმით, მისი შეხედულება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შესახებ მკვეთრად შეიცვალა. შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა პოლიტიკას სირიასთან მიმართებაში, ტრამპმა უპასუხა - „ამას ნახავთ!“.

ტრამპის ეს კომენტარები გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გადადებამდე გავრცელდა. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო და მასზე უნდა ემსჯელათ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც სირიაში სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს.

აღნიშნული პროექტი რუსეთის საგარეო უწყებამ უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავეს, სრულიად მიუღებელია და აშკარად ნაჩქარევად მომზადდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სირიაში განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]