weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომის ყოფილ მერს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

12:30 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

რომის სასამართლომ იტალიის დედაქალაქის ყოფილ მერს, ჯანი ალემანოს კორუფციისა და უკანონო დაფინანსების მიღებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯანი ალემანოს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, ასევე სამუდამოდ აეკრძალა სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.

გამოძიების ფარგლებში ჯანი ალემანოს ​300 000-მდე ევრო ჩამოართვეს. სასამართლომ 60 წლის პოლიტიკოსს ასევე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ჯანი ალემანო, რომელიც სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე პარტია „თავისუფლების ხალხის“ წევრი იყო, რომის მერის თანამდებობა 2008-2013 წლებში ეკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]