weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პეტერბურგის ტაძარში აშშ-ის დაბომბვის შესახებ იმღერეს

23:56 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

სანქტ-პეტერბურგის საკონცერტო გუნდმა, წმიდა ისააკის საკათედრო ტაძარში ამერიკის შეერთებული შტატების დაბომბვის შესახებ იმღერა. სიმღერა 23 თებერვალს, „მამულის დამცველის დღის“ აღსანიშნავად შესრულდა.

სიმღერის პირველი სტროფის შინაარსი ასეთია: „ატომური წყალქვეშა ნავითა და ასობით მეგატონის სიმძლავრის ათობით ბომბით გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე და ვუძახი მემიზნეს, პეტროვ, დაუმიზნე ქალაქ ვაშინგტონს“.

გუნდის მიერ შესრულებულ სიმღერას „სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის შესახებ“ ჰქვია. ტექსტი და მუსიკა 1980 წელს, ანდრეი კოზლოვსკიმ დაწერა. ავტორის თქმით, თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო როგორც „სიმღერა-ანეკდოტი“. 

დიაკვანი ანდრეი კურაევი, რომელმაც სიმღერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს სიმღერა მართლაც აღიქმებოდა, როგორც ხუმრობა და უფრო მეტიც, როგორც სატირა საბჭოთა აგიტაციასა და პროპაგანდაზე.

„მაგრამ დღეს, პუტინის „მულტფილმებისა“ და „ხუმრობების“ შემდეგ, მით უფრო, ასეთი სუპერსერიოზული შესრულების ფონზე, ეს არანაირად არ გამოიყურება როგორც ხუმრობა“, - წერს კურაევი.

წმინდა ისააკის საკათედრო ტაძრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკონცერტო გუნდს სიმღერა მათთან შეთანხმებული არ ჰქონდა და შესაბამისად, არც 23 თებერვლის პროგრამაში შედიოდა. მათივე განმარტებით, სიმღერა ბისზე, გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესრულდა.

„მიგვაჩნია, რომ სიმღერა უადგილო იყო, მაგრამ არ გვსურს სიტუაციის პოლიტიზირება“, - განაცხადეს საკათედრო ტაძრის პრესსამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]