weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა

10:55 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მეორე სამიტის გასამართად ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ჩავიდა. ორი ქვეყნის სამიტი 27-28 თებერვალს ჩატარდება.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებებს ერთი-ერთზე ფორმატში გამართავენ, ოფიციალური ვახშმის შემდეგ კი მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, მიკ მალვენი და ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე კიმ იონ ჩოლი შეუერთდებიან.

ტრამპი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, ისეთი წარმატებული ქვეყანა გახდეს, როგორიც მაგალითად, ვიეტნამია. 

„ვიეტნამი ისეთ წარმატებას აღწევს, როგორსაც ძალიან ცოტა ქვეყანა ახერხებს. ჩრდილოეთ კორეა თუ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება, ისიც ასეთივე წარმატებული ქვეყანა გახდება და თან, ძალიან მალე“, – წერს „ტვიტერზე“ შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]