weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პაკისტანში „მკვლელი მთის“ სახელით ცნობილ მწვერვალზე მთამსვლელებს ეძებენ

11:19 პარასკევი, 01 მარტი 2019

პაკისტანში „მკვლელი მთის“ სახელით ცნობილ მწვერვალ ნანგა-პარბატზე ბრიტანელ და იტალიელ მთამსვლელებს ეძებენ. ტომ ბალარდი და დანიელ ნარდი ბოლოს კავშირზე გამოვიდნენ კვირას, როდესაც 6300 მეტრზე იმყოფებოდნენ. ნანგა-პარბატის სიმაღლე 8126 მეტრია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში პაკისტანელი მაშველები არიან ჩართული, მათ შორის არის ცნობილი მთამსვლელი მუჰამედ ალი სადპარა, რომელმაც ნანგა-პარბატი ორი წლის წინ დალაშქრა. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ქაშმირის რეგიონის გამო უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სამაშველო ოპერაციას უშლის ხელს. პაკისტანმა საკუთარი საჰაერო სივრცე დროებით დახურა.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ტომ ბალარდის დედა, ელისონ ჰარდგრეივსი პირველი ქალი მთამსვლელია, რომელიც ევერესტზე უჟანგბადოდ ავიდა. 1995 წელს, ამ ასვლიდან სამ თვეში, ელისონი K2-ზე ასვლის მცდელობისას დაიღუპა.

ნანგა-პარბატს ზედმეტსახელად „მკვლელი მთა“ მას შემდეგ დაერქვა, რაც 1930-იან წლებში სულ მცირე 30 მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]