ქრისტოფერ ფურლონგი - მარსდენი, ინგლისი: მეხანძრეები ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში მომხდარი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.
ლოიკ ვენანსი - პლევენონი, საფრანგეთი: სერფერები წყალგამძლე ღამის განათებით ბრეტანის სანაპიროზე.
Reuters - ღაზა, პალესტინა: ისრაელის საზღვართან მომხდარი შეტაკების 15 წლის პალესტინელი მსხვერპლის დაკრძალვა.
ბიულენთ ქილიჩი - დეირ ეზორი, სირია: ბარგიანი ქალები და ბავშვები ქურთ მებრძოლებთან შესახვედრად მიდიან მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ქალაქ ბაღუზიდან გამოასწრეს.
Reuters - აჰმედაბადი, ინდოეთი: დაზიანებულ მეტროს ხვრელში შემძვრალი მუშა.
ლინ პჰამი - ლან სონი, ვიეტნამი: დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მანქანით მივიდა ჩინეთის საზღვართან მდებარე ქალაქში.
AP - კაირო, ეგვიპტე: სარკინიგზო ავარია რამზესის სადგურზე, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათეულობით კი დაშავდა.
მარკო ლონგარი - უაგადუგუ, ბურკინა-ფასო: ტანმოხატული არტისტები პან-აფრიკული კინოსა და ტელევიზიის საიუბილეო 50-ე ფესტივალის გახსნის ცერემონიამდე.
ლუის ტატო - კანო, ნიგერია: სკოლის მოსწავლე გოგონები სკოლას ტოვებენ ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, მუჰამადუ ბუჰარისადმი მიძღვნილი აღლუმის გამო.