weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსოფლიოს 10 ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა - Bloomberg

12:27 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ფინანსური მარკეტების, ანალიტიკისა და ინფორმაციის წამყვანმა პროვაიდერმა კომპანიამ Bloomberg, ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პლანეტის ის 10 ქვეყანაა, რომელიც მისი ექსპერტების აზრით, ყველაზე ჯანმრთელია.

რეიტინგის ფარგლებში 196 ქვეყანა გამოიკვლიეს. Bloomberg-ის კრიტერიუმები იყო: სიცოცხლის ხანგძლივობა, სიგარეტის მოხმარების დონე, ჭარბწონიანობა, მალნუტრიცია, სუფთა წყალთან წვდომა, სანიტარული მდგომარეობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სიკვდილიანობა .

რეიტინგმა გამოავლინა 10 ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა. მათგან 6 ევროპაში მდებარეობს, 2 - შორეულ აზიაში, ტოპ-ათეულში ასევეა ავსტრალია და ისრაელი.

Bloomberg-ის რეიტინგის სათავეში ესპანეთი მოექცა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 5 პოზიციით დაწინაურდა, მეორე ადგილზე კი გასული წლის ლიდერი იტალია გავიდა.

Bloomberg-ს შეფასებით, ამჟამად ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ტოპ-ათეული ასეთია:

  1. ესპანეთი - 92.75
  2. იტალია - 91.59
  3. ისლანდია - 91.44
  4. იაპონია - 91.38
  5. შვეიცარია - 90.93
  6. შვედეთი - 90.24
  7. ავსტრალია - 89.75
  8. სინგაპური - 89. 29
  9. ნორვეგია - 89.09
  10. ისრაელი - 88.15
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]