weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვატიკანი II მსოფლიო ომის პერიოდის არქივებს გახსნის

01:23 სამშაბათი, 05 მარტი 2019
ფოტოზე პაპი პიუს XII ფოტოზე პაპი პიუს XII

რომის პაპ ფანცისკეს განცხადებით, 2020 წლის მარტში ვატიკანი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საიდუმლო არქივებს გახსნის. ომის პერიოდში რომის პაპი პიუს XII (1939-1958) იყო.

„ჩვენ ისტორიის არ გვეშინია“, – განაცხადა ფრანცისკემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ დოკუმეტების გასაჯაროების შედეგად შესაძლებელი იქნება სამართლიანად შეფასდეს ის „არცთუ მარტივი“ გადაწყვეტილებები, რომლებიც პიუს XII-ის მიერ ჰოლოკოსტის დროს იქნა მიღებული.

ებრაელების ნაწილი პიუს XII-ს ჰოლოკოსტის დროს უმოქმედობაში ადანაშაულებს იმ საბაბით, რომ პაპი იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საჯაროდ არ გმობდა ებრაელების მასობრივ ხოცვას. ვატიკანში კი აცხადებენ, რომ რომის პაპმა ათასობით ებრაელი გადაარჩინა, მათ შორის, ვატიკანში მათი შეფარებით, ხოლო საჯაროდ საკუთარ პოზიციას იმიტომ არ აფიქსირებდა, რომ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კათოლიკეებისთვის ზიანი არ მიეყენებინა.

პიუს XII 1958 წელს გარდაიცვალა. როგორც წესი, ვატიკანი არქივების გახსნის გადაწყვეტილებას პაპის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ იღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]