„Chanel-ის მოდის კრეატიული სტუდიის დირექტორი და 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კარლ ლაგერფელდის უახლოესი კოლაბორატორი, ვირჟინი ვიარი, კოკო შანელისა და კარლ ლაგერფელდის მემკვიდრეობას გაუძღვება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ვირჟინი ვიარი, რომელსაც კარლ ლაგერფელდი თავის „ორივე ხელს“ უწოდებდა, გერმანელი დიზაინერის შემდეგ Chanel-ის მოდის სახლში სწორედ მეორე ადგილს იკავებდა. იგი კომპანიაში 1987 წელს მივიდა, 1992 წელს მოდის სახლ Chloé-გადავიდა, თუმცა 1997 წელს ისევ Chanel-ს შეუერთდა.