weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარლ ლაგერფელდის შემდეგ „შანელს“ ვირჟინი ვიარი უხელმძღვანელებს

12:11 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

მოდის ფრანგულ სახლ Chanel-ს ახლახანს გარდაცვლილი გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის ნაცვლად ვირჟინი ვიარი უხელმძღვანელებს და ლეგენდარული კოკო შანელის შემდეგ მეორე ქალი გახდება, რომელიც ხსენებულ პარიზულ მოდის იმპერიას გაუძღვება.

„Chanel-ის მოდის კრეატიული სტუდიის დირექტორი და 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კარლ ლაგერფელდის უახლოესი კოლაბორატორი, ვირჟინი ვიარი, კოკო შანელისა და კარლ ლაგერფელდის მემკვიდრეობას გაუძღვება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ვირჟინი ვიარი, რომელსაც კარლ ლაგერფელდი თავის „ორივე ხელს“ უწოდებდა, გერმანელი დიზაინერის შემდეგ Chanel-ის მოდის სახლში სწორედ მეორე ადგილს იკავებდა. იგი კომპანიაში 1987 წელს მივიდა, 1992 წელს მოდის სახლ Chloé-გადავიდა, თუმცა 1997 წელს ისევ Chanel-ს შეუერთდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]