weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს ახალ სანქციებს დაუწესებს

15:22 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

ამერიკის შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

როგორც ბოლტონი აღნიშნა, ამ გზით ვაშინგტონი ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში დარჩენისთვის საჭირო ფინანსური რესურსების შეჩერებას ეცდება.

ჯონ ბოლტონის განცხადებამდე მცირე ხნით ადრე ვენესუელის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელიოტ აბრამსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციების დაწესებას ე.წ. მესამე პირებისთვისაც არ გამორიცხავს. დიპლომატის განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა აკრძალვების სიაში შესაძლოა, ის კომპანიები და სახელმწიფოებიც შეიყვანოს, რომლებიც ნიკოლას მადუროსთან თანამშრომლობენ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვენსუელის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]