weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

მექსიკაში მიგრანტებით სავსე სატვირთოს ავარიას 25 ადამიანი ემსხვერპლა

14:44 პარასკევი, 08 მარტი 2019 hits 398

სამხრეთ მექსიკის შტატ ჩიაპასში ცენტრალური ამერიკელი მიგრანტებით სავსე სატვირთო ავტომობილის კატასტროფას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე პირი კი დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვატემალის საზღვრის სიახლოვეს, სოიალოს ოლქის ქალაქ ფრანსისკო სარაბიაში მოხდა.

სატვირთო ავტომობილმა, რომელიც საიდენტიფიკაციო ნომრების გარეშე მოძრაობდა, მართვა დაკარგა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჩიაპასის შტატი უკანასკნელ პერიოდში მიგრანტებისთვის გვატემალიდან მექსიკაში გადასასვლელ დერეფანს წარმოადგენს. მიგრანტები მთელ მექსიკას კვეთენ და შეერთებულ შტატებში უკანონოდ შედიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]