weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის „იაგუარის ღვთაების“ მღვიმე გახსნეს

15:38 პარასკევი, 08 მარტი 2019

1966 წელს, მექსიკაში ფერმერები შემთხვევით წააწყდნენ დამალულ მღვიმეს და აღმოჩენის შესახებ მათ ქვეყნის წამყვან არქეოლოგს ამცნეს, რომელმაც შესასვლელი საგანგებოდ დალუქა. ერთ-ერთი აღმომჩენი ლუის უნი, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, შარშან ხელმძღვანელობდა არქეოლოგთა ჯგუფს, რომლის მიზანიც უძველეს ქალაქ ჩიჩენ-იცას ქვეშ დამალული ამ მღვიმის საიდუმლოს ამოხსნა იყო.

არქეოლოგთა შეფასებით, გახსნილი მღვიმის უახლესი აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ რეგიონში 1950-იან წლების შემდეგ. მღვიმეს ბალამკუს უწოდებენ, რაც მაიას ენაზე „ღმერთ-იაგუარს“ ნიშნავს.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგის, გილერმო დე ანდას განცხადებით, ბალამკუ ჩიჩენ-იცას ისტორიას გადაწერს. მისი თქმით, შვიდ სხვადასხვა სარიტუალო ოთახში გადანაწილებული იყო ასობით არტეფაქტი, თანაც გასაოცრად კარგ მდგომარეობაში.

არტეფაქტებს შორის არის საკმევლის დამჭერები, საჭმლის კონტეინერები, სასმელების ჭურჭლები. მრავალ ჭურჭელზე გამოსახულია წყლის ღმერთი ტლალოკი, რომელსაც უძველეს მეზოამერიკულ კულტურებში სხვადასხვა ფორმებით გამოსახავდნენ. ზოგიერთი არტეფაქტი შეიცავს უძველესი საკვების, ძვლების, მინერალებისა და თესლების კვალს. მათი ანალიზის შედეგად მეცნიერები გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმ ხალხის შესახებ, რომელიც ამ დამალულ სივრცეში ცხოვრობდა.

არტეფაქტები ასე კარგად ძირითადად იმის გამოა შემონახული, რომ ბალამკუ ბუნებრივად მიუდგომელ ადგილასაა განთავსებული. განსაკუთრებით რთულია მღვიმეში გადაადგილებაც, რადგან ზოგიერთ ადგილას სიმაღლე სულ რაღაც 40 სანტიმეტრია.

როგორც ჯგუფი იუწყება, მაიას ცივილიზაციის გვიანდელ კლასიკურ (ახ. წ. 700-800 წ.წ.) და ბოლო კლასიკურ პერიოდში იუკატანის ნახევარკუნძულზე გვალვა მძვინვარებდა, რაც მოსახლეობას აიძულებდა, წყალი ეძებნათ ყველგან, სადაც შეეძლოთ. ბუნებრივი ჭებისა და მათგან გამავალი ვრცელი მღვიმეების სისტემის სახით, მაიას ხალხმა არა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი მიწისქვეშა წყალი იპოვა, არამედ რაღაც უფრო მეტი - ღვთაებრიობა, რადგან მაიას ხალხისთვის მღვიმეები და გიგანტური ბუნებრივი ჭები მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭედ მიიჩნეოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]