weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად 116 წლის იაპონელი ქალი დასახელდა

15:39 შაბათი, 09 მარტი 2019

116 წლის ქალი კანე ტანაკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი. იგი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე ქალაქ ფუკუოკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. 1922 წელს დაქორწინების შემდეგ ოთხი შვილი გააჩინა, ერთი კი იშვილა. როგორც მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, 116 წლის ტანაკა დილის 06:00 საათზე დგება და მათემატიკაში მეცადინეობს. მას ძალიან უყვარს სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები.

კანე ტანაკამდე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ასევე იაპონელი, 117 წლის ქალი ჩიო მიაკო იყო, თუმცა იგი გასული წლის ივლისში გარდაიცვალა.

საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი იაპონიაში ცხოვრობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კუნძულოვანი სახელმწიფოს კვების ტრადიციებთან არის დაკავშირებული. იაპონიის სამზარეულოში თევზი, ბრინჯი და ბოსტნეული დომინირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]