სამხედრო ოპერაციაში ჩართულია საერთაშორისო კოალიციის ავიაცია, რომელიც იარაღის საწყობებს ბომბავს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბაღუზიდან 7000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 500-მდე ისლამისტი გამოვიდა. ევაკუაციის შემდეგ ისინი „სირიის დემოკრატიული ძალების“ ბანაკებში განათავსეს და წყლითა და საკვებით უზრუნველყვეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ანკლავის აღების შემდეგ აშშ მოკავშირეებთან ერთად ამ დაჯგუფების ფორმალურ დასრულებას გამოაცხადებს.