weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სირიის დემოკრატიული ძალები“ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო გამაგრებას უტევენ

13:56 ორშაბათი, 11 მარტი 2019

ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“, რომელიც ქურთი და არაბი მებრძოლებისგანაა შემდგარი, აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვრის მახლობლად, სოფელ ბაღუზის გასათავისუფლებელი შეტევა განაახლა. ბაღუზი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს.

სამხედრო ოპერაციაში ჩართულია საერთაშორისო კოალიციის ავიაცია, რომელიც იარაღის საწყობებს ბომბავს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბაღუზიდან 7000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 500-მდე ისლამისტი გამოვიდა. ევაკუაციის შემდეგ ისინი „სირიის დემოკრატიული ძალების“ ბანაკებში განათავსეს და წყლითა და საკვებით უზრუნველყვეს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ანკლავის აღების შემდეგ აშშ მოკავშირეებთან ერთად ამ დაჯგუფების ფორმალურ დასრულებას გამოაცხადებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]