weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარდინალს პედოფილიის ბრალდებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13:01 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

ავსტრალიელ კარდინალს, ჯორჯ პელს, ორ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 77 წლის სასულიერო პირი ყველაზე მაღალი რანგის კათოლიკე მღვდელმსახურია მათ შორის, ვისთვისაც მსგავსი განაჩენი გამოუტანიათ.

ბრალდებების მიხედვით, ჯორჯ პელმა 16 წლის ქვემოთ მყოფ არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ისინი კათოლიკური ეკლესიის გუნდის მომღერლები იყვნენ.

განაჩენი ავსტრალიაში, მოსამართლე პიტერ კიდმა გამოიტანა. აღნიშნული ბრალდებების გამო ჯორჯ პელი ვატიკანმა ეკლესიიდან დეკემბერში მოკვეთა.

ავსტრალიელი მღვდელმსახური, რომელიც კარდინალად 2003 წელს აკურთხეს, სექსუალურ ძალადობაში პირველად 2002 წელს ამხილეს, რის მიხედვითაც, მან 1961 წელს 12 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]