weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში პირველად ბაშარ ალ-ასადის გამოსახულებით ახალი ბანკნოტი გამოუშვეს

01:16 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

სირიის ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევაში ჩაუშვა 2000 სირიული ფუნტის ნომინალის ახალი ბანკნოტი, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადია გამოსახული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაშარ ალ-ასადის პორტრეტი ბანკნოტზე გამოისახა.

აქამდე ყველაზე მსხვილი კუპიურა 1000 სირიული ფუნტის ნომინალის იყო, რომელზეც ბაშარ ალ-ასადის მამა და სირიის პრეზიდენტი 1971-2000 წლებში, ჰაფეზ ალ-ასადი იყო გამოსახული.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, 2000 ფუნტის ნომინალის ბანკნოტები აქამდე მიმოქცვაში არ ყოფილა. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ბანკნოტის გამოშვება რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მაღალი ინფლაციის გამო გადაიდო.

2011 წლიდან, როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ეროვნული ვალუტის კურსმა მკვეთრი ვარდნა განიცადა: ომის დაწყებამდე 1 აშშ დოლარი 47 სირიული ფუნტი ღირდა, ახლა კი 500 ფუნტზე მეტი ღირს.

სირიაში სამოქალაქო ომი 6 წელია გრძელდება. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანა 5.5 მილიონმა სირიელმა დატოვა.

ბაშარ ალ-ასადი სირიას 2000 წლიდან მართავს. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]