ბალხის პროვინციის გუბერნიის სპიკერის, მუნირ აჰმად ფარჰადის თქმით, ჩიმტალის რაიონში, სადაც თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემდგომ შეტაკებაში განადგურდა 5 მეამბოხე.
იმავე დღეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს დაესხნენ დარზაბის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებას ჯავზიანის პროვინციაში. ბრძოლაში უსაფრთხოების ძალების ოთხი მებრძოლი, მათ შორის ერთი ოფიცერი დაიღუპნენ.
აღნიშნული თავდასხმები თალიბანის ახალი საგაზაფხულო საომარი სეზონის დასაწყისია, რასაც საპასუხო საბრძოლო ოპერაციებით ავღანეთის არმია და უსაფრთხოების ძალები პასუხობენ.