რობინ ბეკი - ხსნის მთა, კალიფორნია: კატა ვერმონტელი ხელოვანის, ლეონარდ ნაიტის მიერ ბიბლიური გზავნილით მოხატულ მანქანაზე.
ტომ ჯენკინსი - ჩელტენჰემი, ინგლისი: დოღზე შეკრებილი პუნტერების სილუეტები.
რიჩარდ პოლე - ლონდონი, ინგლისი: ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი უესტმინსტერის სააბატოში თანამეგობრობის დღისადმი მიძღვნილ მსახურებაზე.
დელილ სულეიმანი - ბაღუზი, სირია: ახალგაზრდა სირიელი დაშავებულ მოხუცს ეხმარება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დანგრეული ქალაქიდან გასვლაში.
ბიულენთ ქილიჩი - დეირ ეზორი, სირია: „სირიის დემოკრატიული ძალების“ წევრები დურბინდით ადევნებენ თვალს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ბასტიონად ქცეულ ქალაქს.
Reuters - სანა, იემენი: სოფელ თალანში ავიაიერიშისას დაშავებული 13 წლის აჰლამ მაჰმუდი, რომელმაც ოჯახის 6 წევრი დაკარგა, დედაქალაქის ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარებას იღებს.
Reuters - ელ-ჯაზაირი, ალჟირი: ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანების მასა. პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი გადაწია და თავისი მოეთხე საპრეზიდენტო ვადა გააგრძელა.
AP - ბიშოფტუ, ეთიოპია: „ბოინგ 737“-ის კატასტროფისას დაღუპულ ადამიანს ახლობელი დასტირის.
მარტი მელვილი - ველინგტონი, ახალი ზელანდია: ეროვნული დროშა ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაშვებისას სავსე მთვარის ფონზე.