weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფრანგმა მინისტრმა საკუთარ კატას „ბრექსიტი“ დაარქვა

12:18 სამშაბათი, 19 მარტი 2019

ცნობილმა დრანგმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, ქვეყნის მინისტრმა ევროპულ საქმებში, ნატალი ლუაზომ საკუთარ კატას „ბრექსიტი“ დაარქვა.

54 წლის პოლიტიკოსმა ყოველკვირეულ ფრანგულ გაზეთს Le Journal du Dimanche, სახელის დარქმევის მიზეზი ხალისიანად განუმარტა. მისი თქმით, კატა დილაობით გარეთ გასვლისთვის ხმამაღლა კნავის, მაგრამ როგორც კი კარს უღებს, აღარ გადის.

კატის შესახებ ნატალი ლუაზოს საუბარი ევროკავშირის ლიდერების Brexit-თან დაკავშირებულ კომენტარს უძღოდა. ამ დროისთვის მიდის მსჯელობა, ბრიტანეთის თხოვნის შემდეგ გაგრძელდეს თუ არა მოლაპარაკებების პერიოდი.

აქვე გეტყვით, რომ ნატალი ლუაზო ევროპის პარლამენტის მოახლოებულ არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური პარტიის ტოპ-კანდიდატია და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის წინააღმდეგ იბრძოლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]