weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაზარბაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

17:45 სამშაბათი, 19 მარტი 2019

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს, 20 მარტს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ნაზარბაევი ქვეყნის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მოვიხსნა. წელს შესრულდება 30 წელი, რაც უმაღლეს თანამდებობას ვიკავებ. ხალხმა მომცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი“, – განაცხადა 78 წლის ნაზარბაევმა.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. იგი პრეზიდენტად ზედიზედ ხუთჯერ აირჩიეს.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო. ნაზარბაევის გადადგომის გამო შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, კასიმ ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]