weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოზამბიკში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

14:07 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

მოზამბიკში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ქვეყნის პრეზიდენტ ფილიპ ნიუსის განმარტებით, ციკლონმა „იდაიმ“ მოზამბიკში ჰუმანიტარული კატასტროფაც გამოიწვია.

სულ მცირე 100 ათას ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. ისინი სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებიან. ნაწილობრივ ან ბოლომდე განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი შენობა.

ციკლონი „იდაი“ პირველად სოფალას პროვინციაში, საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. მასშტაბურმა სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია. შედეგად კი, თითქმის მთელი ქალაქი წყლის ქვეშ მოექცა. მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.

ვითარებას ართულებს ავტომობილების გადაადგილებისთვის რთული პირობები, რის გამოც მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ვერ ურიგდება, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დახმარების მიწოდება საჰაერო გზითაც ვერ ხერხდება.

მასშტაბურმა სტიქიამ მოზამბიკთან ერთად ზიმბაბვესა და მალავისაც გადაუარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]