weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო ქალს პირველად გადაეცა

15:11 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

ამერიკელი მათემატიკოსი, ოსტინის უნივერსიტეტის პროფესორი კარენ კესკულა ულენბეკი პრესტიჟული ჯილდოს, აბელის პრემიის გამარჯვებული გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათემატიკაში არსებული უმაღლესი ჯილდო ქალს მიენიჭა.

კარენ ულენბეკს აბელის პრემია მისი გეომეტრიული ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებებისთვის, ასევე ინტეგრირებული სისტემებისა და ანალიზის, გეომეტრიისა და მათემატიკური ფიზიკის მუშაობის ფუნდამენტური ზეგავლენისათვის გადაეცა.

აბელის პრიზი ნორვეგიაში დაწესდა და ის პირველად 2003 წელს გაიცა, თუმცა მისი ისტორია საუკუნის წინ ნობელის პრემიის საპირისპირო გადაწყვეტილებას ეფუძნება, რის მიხედვითაც, ნობელის პრესტიჟული პრემია მათემატიკის დარგში არ გაიცემა. აბელის საპრიზო ფონდი 6 მილიონი ნორვეგიული კრონაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]