weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ეწოდა

15:52 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

ყაზახეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს დედაქალაქ ასტანისთვის სახელის გადარქმევას და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად „ნურსულთანის“ დარქმევას.

ყაზახეთის მთავრობა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, როგორც პარლამენტის სპიკერმა, ნურლან ნიგმატულინმა განაცხადა, ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტს შეუძლია ეს საკითხი რეფერენდუმის გარეშეც განიხილოს. საკონსტიტუციო საბჭომ მიიჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერია.

ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც  ყაზახეთის პრეზიდენტი თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო, 19 მარტს გადადგა. მომდევნო არჩევნებამდე, ანუ 2020 წლამდე, პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი შეასრულებს. ასტანისთვის სახელის გადარქმევა სწორედ ტოკაევის ინიციატივა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]