ინდონეზიის არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილს სტიქია რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. პაპუას პროვინციაში წყალდიდობამ ასობით სახლი და სკოლა დატბორა. დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. 10 ათასამდე მოსახლე სახლის გარეშეა დარჩენილი. ისინი დროებით საცხოვრებლებში იმყოფებიან.
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდონეზიაში მსგავსი სტიქია საკმაოდ ხშირია, რადგან ოქტომბრიდან აპრილამდე სეზონური წვიმების დროს ასობით ადამიანი იღუპება. ამას გარდა, ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაშია და მიწისძვრები და ცუნამი ხშირი მოვლენაა.