weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას 47 ადამიანი ემსხვერპლა

14:13 პარასკევი, 22 მარტი 2019

ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ქალაქ იანჩენში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 640-ს აღწევს, მათგან 32-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პესტიციდების ქარხანაში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმოლოგიურმა სამსახურმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.

კატასტროფის ადგილზე 1000-მდე მეხანძრე და 200-მდე სახანძრო მანქანის მობილიზება განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, ქარხანაში, რომელიც ძირითადად ქიმიურ ნედლეულსა და სხვადასხვა სახის ქიმიკატებს აწარმოებს, 195 თანამშრომელია დასაქმებული. აფეთქების შედეგად დაშავდა ქარხნის გენერალური დირექტორიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]