weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად ოფიციალურად გამოაცხადა

00:07 სამშაბათი, 26 მარტი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე. დოკუმენტი თეთრ სახლში, ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის დროს გაფორმდა.

ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად ცნობა არღვევს საერთაშორისო სამართალს და „ძაბავს ვითარებას მთლიანად ახლო აღმოსავლეთში“.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმად შეაფასა სირიამ. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით აშშ ყველა არაბის მტერი ხდება.

გოლანის მაღლობები საზღვარზე მდებარე, სირიასა და ისარაელს შორის სადაო ტერიტორიაა. 1967 წლამდე ის სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში შედიოდა. 1967 წლის ექვსდღიანი ომის მსვლელობისას ტერიტორია ისრაელმა დაიკავა. 1981 წელს ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი გამოაცხადა, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭომ თავისი რეზოლუციით ეს აქტი არ აღიარა და მაღლობები უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნია.

2017 წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოეცხადებინა, 2018 წლის მაისში კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. აღმოსავლეთ იერუსალიმი, ისევე როგორც გოლანის მაღლობები, ისრაელმა ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]