„ფეისბუქის“ ცნობით, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშები იყო შექმნილი, რომლებიც ჯგუფებს მართავდნენ და ე.წ. სპამს ავრცელებდნენ. წაშლილი გვერდები და ჯგუფები კი ერთნაირი პრინციპით მოქმედებდნენ და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ.
სოციალური ქსელიდან წაშლილი ჯგუფებისა და გვერდების პოსტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. მათ შორის, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტს, ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკას, ლტოლვილებსა და ყირიმში არსებულ ვითარებას. 513 წაშლილი ანგარიში ირანთან, ხოლო დანარჩენები მაკედონიასთან და კოსოვოსთან იყო დაკავშირებული.
აღნიშნული გვერდებს 50 ათასი მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო ჯგუფებში 1.7 მილიონი მომხმარებლის ანგარიში იყო გაწევრიანებული.