ხსენებული აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ გეგმას მესამედაც არ დაუჭირა მხარი. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტს ამ გადაწყვეტილების გამო უნდა რცხვენოდეს.
კენჭისყრის შედეგი ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილ „ბრექსიტის“ პროცესის დასრულებასა და გაერთიანებიდან შეთანხმებით გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ოფიციალურ ლონდონს შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების პროცესის გახანგრძლივებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს.