weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სლოვაკეთმა პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია

12:05 კვირა, 31 მარტი 2019

სლოვაკეთში არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი აირჩიეს. არჩევნების მეორე ტური ადვოკატმა, 45 წლის ზუზანა ჩაპუტოვამ მოიგო.

Euronews-ის ინფორმაციით, მეორე ტურში ჩაპუტოვას მხარი ამომრჩეველთა 58.3%-მა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შეფჩოვიჩს 41.7%-მა.

ზუზანა ჩაპუტოვა 2017 წელს დაფუძნებული სოციალ-ლიბერალური პარტიის – „სლოვაკეთის პროგრესული პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილეა და მხარს უჭერს გეი ქორწინების და შვილად აყვანის საკითხებს. მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება ქვეყანაში კორუფციის დამარცხება იყო.

სლოვაკეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. მოქმედ პრეზიდენტს, ანდრეი კისკას თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 14 ივნისს ეწურება. ფინანსური სკანდალების გამო მან მეორე ვადით არჩევაზე უარი განაცხადა.

სლოვაკეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით შეზღუდულია.

ზუზანა ჩაპუტოვა პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას 15 ივნისიდან შეუდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]