weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურში აირჩევენ

12:52 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი ედეგების მიხედვით, რომელიც შემაჯამებელი ოქმების 65.75%-ის მონაცემებს ეფუძნება, ხმების 30.41%-ით პირველ ადგილზეა შოუმენი და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს 16.28% აქვს.

წინასწარი მონაცემებით, ხმათა 13.10%-ით მესამე ადგილზეა პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 31 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 63.52% შეადგინა. პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, რაც 39 კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო. შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ზელენსკი და პოროშენკო მიიღებენ. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]