weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

61 წლის ქალმა საკუთარ გეი ვაჟს სუროგაციით შვილი გაუჩინა

14:38 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

ამერიკელი სესილ ელეჯი საკუთარი გეი ვაჟისა და მისი მეუღლისთვის სუროგატი დედა გახდა. 61 წლის ქალმა გოგონა, სახელად უმა, რომელიც ბიოლოგიურად თავისი შვილიშვილიცაა, ნებრასკის სამედიცინო ცენტრში გააჩინა.

32 წლის მეთიუ ელიჯი და 29 წლის ელიოტ დოერტი თავიანთი მომავალი შვილისთვის სუროგატ ქალს ეძებდნენ, მეთიუს დედა სესილ ელიჯმა კი საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. ქალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ მის ორგანიზმს ნაყოფის ტარება შეეძლო.

დოერტის 25 წლის დამ, ლეა ირაიბმა კი წყვილისთვის კვერცხუჯრედი გაიღო, რომელიც მეთიუ ელეჯის სპერმასთან გაანაყოფიერეს.

წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერება $40 000 დაუჯდა, რაც მეთიუ ელეჯის თქმით, ყველაზე იაფი გამოსავალი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]