weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2020

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian

17:45 ორშაბათი, 01 აპრილი 2019 hits 439

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

იასუიოში ჩიბა - ბეირა, მოზამბიკი: ბავშვები წაქცეულ ქოქოსის პალმაზე თამაშობენ მომაკვდინებელ ციკლონ „იდაის“ შემდეგ.

 

Reuters - ღაზა, პალესტინა: პალესტინელი ბიჭუნები თავშესაფრიდან უყურებენ მეჩეთში დაშავებული ხალხის ნაკადს, რომელიც ისრაელის ავიაიერიშს მოყვა.

 

Reuters - სდეროთი, ისრაელი: ტანკზე მდგარი ისრაელის არმიის ჯარისკაცი ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე ებრაულ ქალაქში.

 

ქრის მაკგრათი - ბაღუზი, სირია: „სირიის დემოკრატიული ძალების“ წევრი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ბასტიონად ქცეულ დანგრეულ ქალაქში.

 

დელილ სულეიმანი - ჰასაკა, სირია: ქურთი მეომარის ქალების დანაყოფი ტრადიციულ ცეკვას ასრულებს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების აღსანიშნავად.

 

ამერ ალჰამვე - სარაყიბი, სირია: ქუჩის მსახიობები ბავშვებისთვის თოჯინების წარმოდგენას მართავენ ომისგან დანგრეულ ქალაქში.

 

პატრიკ ბაზი - დოჰა, ყატარი: ყატარის ახალგაზხსნილი ეროვნული მუზეუმის შენობა.

 

მაქსიმ შემეტოვი - ბიშკეკი, ყირგიზეთი: არმიელები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას.

 

EPA - სიდნეი, ავსტრალია: მოცეკვავეები როზლინ პაკერის თეატრში გამოსვლისას.

 

მაიკ ოუენი - მელბურნი, ავსტრალია: მორაგბე კეიტი ლოინსი სარაგბო მატჩისას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]