ახალი საიმპერატორო ერის დასახელება მომდევნო ათწლეულებში ტონის მიცემას ისახავს მიზნად, რაც იაპონელების უმრავლესობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
85 წლის იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ, იაპონიის ახალი მონარქი, მისი ვაჟი ნარუჰიტო გახდება.
ცნობისთვის, 200 წელზე მეტია, იაპონიაში იმპერატორი არ გადამდგარა. მოქმედი იმპერატორის, აკიჰიტოს ერას „ჰეისეი“ ჰქვია, რაც იაპონურ ენაზე „მშვიდობის მიღწევას“ ნიშნავს.