weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლონეთში სასულიერო პირებმა „მაგიური“ წიგნები, მათ შორის „ჰარი პოტერი“ დაწვეს

11:24 სამშაბათი, 02 აპრილი 2019
ფოტო © Guardian ფოტო © Guardian

პოლონეთის ქალაქ კოშალინში კათოლიკე სასულიერო პირებმა „მაგიური“ წიგნები და ნივთები საჯაროდ დაწვეს. გასანადგურებელ ნივთებს შორის აღმოჩნდა ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“, სტეფანი მეიერის „ბინდი“, აფრიკული ნიღაბი, Hello Kitty-ის ქოლგა და წარმართული ღმერთების გამოსახულებები, რომლებიც, სასულიერო პირების აზრით, ქრისტიანულ სწავლებასთან წინააღმდეგობაშია.

ერთ-ერთმა ევანგელისტურმა ფონდმა მომხდარის ამსახველი ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა და თან დაურთო ციტატები ძველი აღთქმიდან, რომლებითაც კერპთაყვანისმცემლობა და ჯადოქრობაა დაგმობილი. ფოტოებიდან ჩანს, რომ სასულიერო პირებს ნივთები ეკლესიიდან გამოაქვთ და ეზოში, მრევლისა და ბავშვების თანდასწრებით წვავენ.

აღნიშნულ პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებელთა კრიტიკა მოჰყვა. მათმა ნაწილმა ნაცისტურ გერმანიასთან გაავლო პარალელები, ნაწილი კი სასულიერო პირთა საღ აზრზე ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]