weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პეტერბურგში აქტივისტებმა ვლადიმერ პუტინის „საფლავის ქვა“ დადგეს  

15:35 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

სანქტ-პეტერბურგში, წმინდა ისააკის საკათედრო ტაძრის წინ რუსეთის პრეზიდენტის „საფლავის ქვა“ დადგეს. მასზე ვლადიმერ პუტინის დაბადების წელი - 1952 წერია, დეფისის შემდეგ კი გარდაცვალების წლად 2019-ია მითითებული. თარიღის ქვემოთ დატანილია წარწერა „უღალატა რუს ერს“. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, „საფლავი“ ერთ-ერთი მოძრაობის აქტივისტებმა გააკეთეს.

„ამით იმის თქმა გვსურდა, რომ ანტიეროვნული კანონების მიღების, მუდმივი სიცრუის და ამაზრზენი მმართველობის გამო, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეებისთვის გარდაიცვალა“, – აცხადებს მოძრაობა „აგიტ როსსია“.

მათივე თქმით, პეტერბურგს „ესტაფეტა გადაეცა“, რადგან მანამდე მსგავსი „საფლავები“ მოსკოვსა და ნაბერეჟნიე ჩელნიშიც მოაწყეს.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, 12 მარტს, ნაბერეჟნიე ჩელნის სასამართლომ 28 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ადგილობრივ აქტივისტს, რომელმაც ვლადიმერ პუტინის საფლავის ინსტალაცია საგამოძიებო კომიტეტის წინ დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]