weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომელ ქვეყნებში ისჯება ჰომოსექსუალობა სიკვდილით

12:11 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

ბრუნეიში სულ ახლახანს მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური კავშირი სიკვდილით, კერძოდ კი ჩაქოლვით ისჯება, მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოყვა. ინდოჩინეთში მდებარე აბსოლუტური მონარქია არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გეებს კანონით სჯიან.

საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA-ს მონაცემებით, ბრუნეი მეშვიდე ქვეყანაა, სადაც ლგბტ თემის წევრებს სიკვდილით სჯიან. სხვა ქვეყნები გახლავთ: ავღანეთი, ირანი, საუდის არაბეთი, იემენი, სუდანი და მავრიტანია, სადაც შარიათის წესებით ხელმძღვანელობენ. ისლამური მორალურ-ეთიკური და რელიგიური ნორმებით, გეებს სიკვდილით სჯიან ყატარის, ნიგერიისა და სომალის გარკვეულ შტატებსა და პროვინციებშიც.

გაეროს წევრ სხვა 26 ქვეყანაში არსებული კანონით, ლგბტ თემის წარმომადგენლებს 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელს აძლევენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]