weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იარაღი რომლითაც ვან გოგი მოკვდა აუქციონზე გაიყიდება

14:33 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელმა მხატვარმა ვინსენტ ვან გოგმა რევოლვერით სცადა თავის მოკვლა და იარაღისგან მიყენებული ჭრილობა მოგვიანებით სასიკვდილოც აღმოჩნდა. რევოლვერი, რომლითაც ხსენებული აქტი განხორციელდა, 19 ივნისს, პარიზში აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონზე სახელად AuctionArt, ძველი იარაღი, რომელსაც ფუნქცია დიდი ხნის წინ დაეკარგა, 60 ათას ევროდაა შეფასებული. მას საფრანგეთის სოფელ ოვერ-სიურ-უაზში მცხოვრები იმ ოჯახის წევრები ყიდიან, რომელთა კუთვნილ ფუნდუკსაც მხატვარი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ხშირად სტუმრობდა.

ოფიციალური ვერსიით, ვან გოგმა სწორედ ხსენებული ფუნდუკი დატოვა, მინდორში გავიდა და რევოლვერიდან ტყვია საკუთარ სხეულს ისროლა. დაჭრილი მხატვარი 36 საათის შემდეგ დაიღუპა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]