ფელდმარშალი ხალიფა ჰაფთარი კადაფის ყოფილი სამხედროებისგან დაკომპლექტებულ არმიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მისი არმია დასუსტებულ ტრიპოლიზე კონტროლის მოპოვებას 48 საათში შეძლებს.
ამჟამად 76 წლის ჰაფთარის შეიარაღებული ძალები ტრიპოლიდან 60 კილომეტრში იმყოფებიან. დაანონსებული იერიში მოულოდნელი აღმოჩნდა გაეროსთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად, ლიბიის ორხელისუფლებიანობის პირობებში მხარდაჭერას ტრიპოლის მთავრობას და არჩეულ პარლამენტს უცხადებს.
მოულოდნელი განცხადების შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ტრიპოლიში დაუყოვნებლივ გაემგზავრა. ის ხალიფა ჰაფთართან შეხვედრასაც გეგმავს.