weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-მა ავღანეთში ISIS-ის ობიექტებზე ე.წ. „დედა ბომბი“ ჩამოაგდო

11:51 პარასკევი, 14 აპრილი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა შენაერთებმა ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში  ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. აშშ-მა ამისთვის არსენალში არსებული ყველაზე მსხვილი, 9 800 კილოგრამიანი, არაბირთვული ბომბი გამოიყენა.

პენტაგონის განცხადებით, ე.წ. „დედა ბომბი“ ჩამოაგდეს გვირაბების კომპლექსზე, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები გადაადგილებისთვის იყენებენ. ავღანეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მოკლულია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი.

ავღანეთში ამერიკული შენაერთების მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ ბომბის ჩამოგდების შედეგად ტერორისტულ დაჯგუფებას დიდი დანაკარგი აქვს და მებრძოლები პოზიციების შესანარჩუნებლად ხელნაკეთ მოწყობილობებს, ბუნკერებსა და გვირაბებს იყენებენ.

ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საჰაერო იერიში დაგმო. „ეს ჩვენი ქვეყნის არაჰუმანური და ყველაზე სასტიკი გამოყენებაა“, - აღნიშნა ექს პრეზიდენტმა.

„ბი-ბი-სი“ ექსეპერტების შეფასებებზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობაში მოსალოდნელი ნდობა ვერ მოიპოვა. არსებული ცნობებით, ავღანეთში დაჯგუფების მხარეს რამდენიმე ათასი მებრძოლი იბრძვის. აშშ-ის ინფორმაციით, 2016 წლიდან ისინი დიდ დანაკარგებს განიცდიან.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]