ტრიპოლის აღმოსავლეთიდან ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით ამბოხებულთა ძალები უტევენ. კადაფის მომხრე ლიბიის ეროვნულმა არმიამ ტრიპოლის დასაბომბად ავიაციაც გამოიყენა. აღმოსავლეთ ლიბიის მმართველ ხალიფა ჰაფთარს მხარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ.
გაეროსგან მხარდაჭერილი ლიბიის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფაიეზ ალ-სერაჯი აცხადებს, რომ ჰაფთარსა და მის სამხედროებს გადატრიალების მოწყობა სურთ, თუმცა საპასუხო ზომები იქნება მიღებული.
დაშავებულებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაერომ ორსაათიანი ზავის ინიციატივა წარადგინა, თუმცა ბრძოლები მაინც გრძელდება. მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.