ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. პროფესიონალებთან ერთად სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ. ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის გამო, რიო დე ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად დაზიანებულია მთავარი საავტომობილო გზები. ასობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ქალაქში დახურულია სკოლები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე ბრაზილიაში წყალდიდობა და მეწყერი მეორედ დაფიქსირდა - მარტში წყალდიდობასა და მეწყერს სან პაულოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.