weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნეთანიაჰუს მეტოქემ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

12:06 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

ცენტრისტული ბლოკ „ლურჯი და თეთრის“ ლიდერებმა, ისრაელის გენშტაბის ყოფილმა მეთაურმა, ბენი განცმა და ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარეს და განაცხადეს, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ.

განცმა ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და ახლა სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების დროა. თავის მხრივ, ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „გასაოცარ წარმატებას“ მიაღწია.

ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და ბლოკი „ლურჯი და თეთრი “ 30-30%-ს იღებენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას ქნესეთში 35 დეპუტატი ეყოლება, თუმცა არჩევნებამდე პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ნეთანიაჰუს პარტია 120-იდან სავარაუდოდ, 65 მანდატს მიიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]