weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნეთანიაჰუს პარტიამ ქნესეთში მეტოქეზე 1 მანდატით მეტის მოპოვება შეძლო

15:19 პარასკევი, 12 აპრილი 2019

ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქნესეთში 36 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც ერთით აღემატება ოპოზიციურ ბლოკ „კახოლ-ლავანის“ შედეგებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეხუთე ვადით შეეძლება, თუმცა 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის ფორმირებისთვის ნეთანიაჰუს მემარჯვენე ძალებთან კოალიციის ფორმირება მოუწევს. ამ შემთვევაში პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში 65 მანდატს მიიღებს, მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია კი 55-ს.

შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუს კონკურენტი არჩევნებში ისრაელის გენშტაბის ყოფილი მეთაურის, ბენი განცისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრის, იაირ ლაპიდის პარტია იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]